შემთხვევითი პოსტი

ძალიან კარგი ბლოგია ფოტოგრაფებისათვის. ეს იმითაც ჩანს რომ უამრავი მნახველი ჰყავს. ყოველდღიურად იდება გაკვეთილები, ინფორმაცია სხვადასხვა თანამედროვე ტექნიკებზე, ინსპირაციები და უამრავი სხვა რამ. დარწმუნებული ვარ ეს ბლოგი ძალიან შეგიყვარდებათ

მათემატიკა ყველგან

www.thirteen.org

სკოლებში მათემატიკას პირველი კლასიდან ასწავლიან , ხაზს უსვამენ მის მნიშვნელობას ყველა სფეროში. თუმცა უმატესობისათვის მაინც გაუგებარი რჩება ეს არგუმენტი და სწავლაზე ხელს იღებენ. მართლაც რთულია დაინახო ადამიანს მათემატიკა ყველაფერში,თუმცა ვერ გავექცევით იმ ფაქტს რომ ეს რეალურად ასეა. დღეს გაგაცნობთ საიტს, რომელიც ძალიან ლამაზად შეგვახედებს მუსიკას, მოდას,ვედეო თამაშებს, კულინარიასა და სპორტს მათემატიკის თვალით და დაგვანახებს მის მნიშვლეობას. დარწმუნებული ვარ რომ ეს საიტი ყველა ასაკის ადამიანს დაინტერესებს და ისიამოვნებს.

შორს მჭვრეტელი იდეები

www.ted.com

დღეს მინდა შეგიყვანოთ ძალიან საინტერესო და რაც მთავარია სასარგებლო დარბაზში. წარმოგიდგენთ Ted-ის სცენას რომლიდანაც მსოფლიოს წამმყვანი მეცნიერები და მკვლევარები წარმოგვიდგენენ საკუთარ მიგნებებსა თუ აღმოჩენებს. ყველასთვის გასაგებ ენაზე, რაც ყველაზე მეტად მომწონს საუბრებში ბევრი იუმორია, რაც მოსმენას უფრო სასიამოვნოს ხდის. აღსანიშნავია რომ სუბტიტრების დახმარებით საუბრები მისაწვდომია ბევრ ენაზე მათ შორისს ქართულზე( ნაწილი) აქვს ძიების ძალიან კარგი სისტემა. შესაძლებელია ერთდროულად შეარჩიოთ სასაუფრო თემა, მისი ხანგრძლივობა და რეიტინგი. რამოდენიმე დღის წინ აღმოვაჩინე ეს საიტი და უკვე ბევრი რამ ვისწავლე, დარწმუნებული ვარ ყველანი მიიღებთ სარგებელს.

განტვირთვა თვალებს

www.eyeleo.com

როდესაც კომიუტერთან ვმუშაობთ ხშირად გვავიწყდება დრო, შესაბამისად თვალები და ნერვული სისტემა ხშირად მუშაობს დატვირთულ რეჟიმში, დღეს გაგაცნობთ პატარა პროგრამას, რომელიც საკუთარი სიმცირის მიუხედავად ძალიან კარგ სამსახურს უწევს ორგაიზმს. დაყენების შემდეგ იგი გთავაზობთ განტვირთვის ორ ხერხს რომლებსაც პერიოდულად გთავაზობთ. პირველი: რამოდენიმე წამიანი საბარჯიშო თვალებისათვის 10-  15 წუთში ერთხელ  და მეორე დიდი რომელის დროსაც მიგითითებთ რომ უნდა ადგეთ და ცოტახანი დაისვენოთ. ძალიან კარგი პროგრამა, გირჩევთ ყველას.

პრემიერები

www.whatsoutt.com

www.whatsoutt.com

მოგეხსენებათ უცხოური სივრცე ყოველკვირეულად სთავაზობს ადამიანებს ახალ ფილმებსა, სიმღერებსა თუ თამაშებს, ძნელია ყოველთვის იყო საქმის ყურში. დღეს გაგაცნობთ საიტს რომელზეც იხილავთ   პრემიერების ანონსებს, რა გველის ან რაც უკვე გამოვიდა. ძალიან მარტივად შეგიძლიათ ნახოთ ერთ გვერძე. ადრე გაგაცანით მსგავსი ტიპის საიტი თუმცა სამწუხაროდ გაითიშა, ეს  პროექტი ძალიან წააგავს მას ყველა კომპონენტით, ვიმედოვნებ რომ ეს არ გაითიშება.

შთამაგონებელი გამონათქვამები

Behappy

www.Behappy.com

ჩვენ გამოგიგზავნით შთამაგონებელ, ლამაზად გაფორმებულ ციტატებს ყოველ დღე თქვენი ელექტრონული ფოსტის მისამართზე. თუ დაიღალეთ იმ ნეგატიური ინფორმაციით, რომელიც ყოველდღე ხდება თქვენს გარშემო,ჩვენ ვეცდებით ყოველი დილა გაგიხალისოთ ისეთი სახის გამონათქვამებით რომლებიც აუცილებლად აგავსებენ დადებითი მუხტით. ჩვენ გვჯერა რომ ჩვენი საიტის დახმარებით უამრავი ადამიანის დილა იწყება პოზიტივით, შემოუერთდით ჩვენს სერვისს, ეს ძალიან მარტივია.

ცოდნის 5 წუთი

5min.com

www.5min.com

ძალიან კარგი შემეცნებითი ვიდეო პორტალი აღმოვაჩინე, რომელზეც სხვადასხვა სფეროს სპეციალისტები იძლევიან გაკვეთილებსა თუ რჩევებს ხუთი წუთის ფარგლებში. ძალიან კარგი საშუალეება რათა ზოგადად  გაეცნოთ თქვენთვის საინტერესო საკითხს. არის უამრავი კატეგორია, რეიტინგული ვიდეოების განყოფილება, ასვე სისტემა გვაძლევს ყველა შესაძლებელ მოწყობილობას, რათა ზუსდად შევძლოთ ჩვენთვის საინტერესო ჩანაწერების აღმოჩენა.

პირადი ბიუჯეტი

budgetpulse

www.budgetpulse.com

დიდი ხანია ვეძებ  საშუალება რომელიც დამეხმარება, პირადი ბიუჯეტის მართვაში.  გუშინ მივაგენის სწორედ იმას რასაც ვრძებდი და მინდა თქვენც გაგიზიაროთ.  არის სამი ძირითადი განყოფილება  ხარჯები, შემოსავლები, ბალანსი. შეგიძლიათ ჩაწეროთ ნებისმიერი სახის ინფორმაცია, მიანიჭოთ კატეგორია და სხვა. სისტემა ალაგებს მათ, ინახავს  აკეთებს ბალანსს.  თვალსაჩინოებისათვის გაძლევთ დიაგრამებსაც, მოკლედ ყველაფერია იმისათვის რომ  საუკეთესოდ აკონტროლოთ თქვენი ფინანსები. როგორც გითხარით გუშინ დავიწყე მისი მოხმარება, თუმცა უკვე ვხვდები რომ მას ყოველდღიურად მოვიხმარ.